პიტერ ფიშერი - საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოსგან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებაზე რეაგირებას ელიან

საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოსგან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებაზე რეაგირებას ელიან. ეს არის ყველა სახელმწიფოს ლეგიტიმური შეშფოთების საკითხები და არა შიდა საქმეები, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ვენის მექანიზმის გააქტიურებას ეხმაურება.

„ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებებისა და მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის გარეშე“, - წერს ელჩი.

შეგახსენებთ, 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა