GCCA-ის მიერ ცემენტის წარმოების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე, ორ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმე შეეხება ლევან ვარსიმაშვილისა და გია ვარსიმაშვილის მიერ შპს „მაქს იმპორტის“ 50-50%-იანი წილების შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციებს.

„GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას 52 კომპანია ახორციელებდა. ბაზრის მოცულობა შეადგენდა 2 642 150 ტონას. არსებული მდგომარეობით, შესაბამისი ბაზარი მაღალკონცენტრირებულია - ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 2876.44 ერთეულს. ბაზრის ანალიზის ნაწილში კონცენტრაციის ინდექსისა და მისი ცვლილების მაჩვენებლების გამოთვლისას, სააგენტოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული როგორც თავად შპს „მაქს იმპორტის“, ასევე ლევან ვარსიმაშვილთან და გია ვარსიმაშვილთან დაკავშირებული ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები, რისი დამუშავების შედეგადაც დადგინდა, რომ ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი კონცენტრაციების შედეგად მხოლოდ 55.76 პუნქტით, 2932.2 ერთეულამდე გაიზრდება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცენტრაციები შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

აღსანიშნავია, რომ კონცენტრაციები შეუტყობინებლად იქნა განხორციელებული, შემსყიდველი მხარეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და დაევალათ სააგენტოში განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ განაცხადის წარმოდგენა.

ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2024 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) თანხმობა გასცა 14 კონცენტრაციაზე. ამ ეტაპზე, 6 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია