ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით მივალთ იქამდე, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლება და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტმა პროტესტმა მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მოიტანა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი გარე რეაქცია საქართველოს მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების არის შედეგი იმ პროტესტის, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე 26-ე დღეა მიმდინარეობს.

ჯაფარიძის განცხადებით, თითქმის ორი თვე გავიდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან და „რუსეთის სატელიტი ქვეყნების გარდა არავინ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას“.

„დღეს არის უწყვეტი პროტესტის 26-ე დღე, რომელიც რუსთაველის გამზირზე თავს უყრის ასობით ათას ადამიანს. ამ პროტესტმა უკვე მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, ნებისმიერი გარე რეაქცია, მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების არის შედეგი სწორედ ამ პროტესტის. ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ დღეს არის 57-ე დღე მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა. თითქმის 2 თვე გავიდა არჩევნების დღიდან და ამ არჩევნების შედეგებს მხოლოდ აღიარებს რუსეთის სატელიტი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, როგორიც არის ვენესუელა და ნიკარაგუა. ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მთავარი პოლიტიკური პროცესი არის სწორედ რუსთაველზე. ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ყველა ის ადამიანი, ვინც რუსთაველზე, თუნდაც ნახევარი საათით გამოდის, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. საბოლოდ, ჩვენ ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით მივალთ იქამდე, რომ ამ ქვეყანაში დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლება და ეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება. ამ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში, 2030 წლამდე ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ასევე, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ სამშვიდობოს გავიდეთ და საკუთარ შვილებს დავუტოვოთ ქვეყანა, რომელსაც აღარ ექნება ის საფრთხეები, რა საფრთხეებშიც ჩვენმა თაობებმა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იცხოვრეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია