არჩილ გორდულაძე - ქურდს ქუდი ეწვისო - მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს, თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა!

ქურდს ქუდი ეწვისო - მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს, თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა! - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გაკეთებული პოსტის კომენტირებისას განაცხადა.

გორდულაძე სააკაშვილის პოსტს „წამოცდენას“ უწოდებს.

„არსებობს კარგი ქართული ანდაზა - ქურდს ქუდი ეწვისო. მიხეილ სააკაშვილს სწორედ ასეთი წამოცდენა ჰქონდა. როცა მიხვდნენ, რა წამოცდა სააკაშვილს, სტატუსი სასწრაფოდ გაასწორებინეს. ახლა უნდათ ასწორონ, უნდათ გაიტანონ და უნდათ შემოიტანონ თავიანთი ფალავანი, რომელიც დიღმის მასივში, ქალაქის შემოსასვლელშია წამოკოტრიალებული. ამ ადამიანმა რა განცხადებებიც არ უნდა აკეთოს, საერთოდ აზრს მოკლებულია. დამსგავსებულია ბოროტ მასხარას, რომელიც აღარც იღებს დავალებებს პატრონისგან და ცდილობს, როგორმე თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, მეც აქ ვარ, არ დაგავიწყდეს, ხალხოო.

ქართველ ხალხს კარგად აქვს გააზრებული, რა ძალა ებრძვის ქვეყანას და როგორია საქართველოს საწინააღმდეგოდ მომართული ინტერესები. ამ ინტერესების ერთ-ერთი გამტარებელი, ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილია, თავისი წამოცდენებით. ეს ადამიანი ფორმიდან ამოვარდა და პატრონების დავალებებს, როგორც ჯაშუშს შეეფერება, კარგად ვეღარ ასრულებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, 22 დეკემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აქციებთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“. მოგვიანებით, სააკაშვილმა პოსტი შეასწორა და აღნიშნა, რომ აქციებთან დაკავშირებით „მისი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს