პანამის პრეზიდენტი პანამის არხის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებაზე - პანამის არხის ყოველი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პანამას და ასე გაგრძელდება

პანამის არხის და მიმდებარე ტერიტორიის ყოველი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პანამას და ასე გაგრძელდება, - ამის შესახებ პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომელიც პანამის არხზე კონტროლის ხელახლა დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პანამის დამოუკიდებლობის საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და რომ ჩინეთს არანაირი გავლენა არ აქვს არხის ადმინისტრაციაზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პანამის არხით ამერიკული გემების მიმოსვლის მაღალი ტარიფების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები არ დაუშვებს არხი "არასწორ ხელში" მოხვდეს, რაშიც მან ჩინეთის პოტენციური გავლენა იგულისხმა.

მისი თქმით, არხი შეერთებულმა შტატებმა პანამას და პანამელ ხალხს გადასცა, მაგრამ გარკვეული დებულებებით.

„თუკი ამ დიდსულოვანი ჟესტის პრინციპები, როგორც მორალური, ისე იურიდიული არ იქნება დაცული, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაგვიბრუნონ პანამის არხი სრულად და სწრაფად“, - აღნიშნა ტრამპმა.

პანამის პრეზიდენტის საპასუხო განცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა: „ამას ვნახავთ“ და გამოაქვეყნა არხის ფოტო აშშ-ის დროშის ფონზე და წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აშშ-ის არხში“.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია