„საქპატენტმა“ 5 ახალ უნიკალურ ქართულ პროდუქტს გეოგრაფიული აღნიშვნის და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ 5 უნიკალურ ქართულ პროდუქტს გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე, გორის ვაშლი, სვანური მარილი, კახური შაშხი და ბოლნისის ახალი კარტოფილი გეოგრაფიულ აღნიშვნებად, ხოლო, შპს იმერული ღვინის ასოციაციის მიერ შემოტანილი განაცხადით, ობჩის ღვინო ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა.

„საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია საქპატენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ეს სტატუსები ენიჭება განსაკუთრებულ ქართულ პროდუქტებს. გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია მის წარმოშობის ადგილთან, იქ არსებულ გარემოპირობებთან და, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულ წარმოების ტრადიციულ ცოდნასთან, რაც, საბოლოო ჯამში, ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულსა და უნიკალურს.

უახლოეს მომავალში საქპატენტი მიმართავს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციას (EUIPO) ევროკავშირის ტერიტორიაზე ახალი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების დაცვის მინიჭების მოთხოვნით. ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი ბაზა განახლდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის ხელშეკრულების რეესტრშიც. საქპატენტი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე შესაბამის ზომებს განახორციელებს და ახალი პროდუქტების გასავრცელებლად იმ ქვეყნებსაც მიმართავს, რომელთანაც გაფორმებულია ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებები ისეთ ქვეყნებთან როგორებიცაა შვეიცარიის კონფედერაცია, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა და უკრაინა.

გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება უზრუნველყოფს პროდუქტების დაცვასა და კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ქმნის მყარ საფუძველს სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია