რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის „ჰუმანიტარული მიწოდება“ დაიწყო

რუსეთმა დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„23 დეკემბერს რუსეთმა დაიწყო ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება აფხაზეთისთვის“, - განაცხადა ნანბამ.

მიწოდებული ელექტროენერგიის ლიმიტი 327 მილიონი კილოვატ/საათია. კომპანია „ჩერნომორენერგოში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ეს მოცულობა გათიშვის არსებული გრაფიკით საკმარისი იქნება იანვარსა და თებერვალში.

„ამჟამად, გათიშვის გრაფიკი არის დღე-ღამეში ოთხი საათი, ორი ღამით და ორი დღის განმავლობაში, მოწოდებული ენერგია საკმარისი უნდა იყოს იანვარსა და თებერვალში არსებული გათიშვის გრაფიკით“, - აღნიშნეს ენერგოკომპანიაში.

შეგახსენებთ, მიმდინარე ვითარება დაკავშირებულია ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალ დონესთან, რის გამოც, ოკუპირებული აფხაზეთი იძულებულია ელექტროენერგია რუსეთიდან შეიტანოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის დღიური ნაკადი აფხაზეთს 15 მილიონი რუბლი უჯდება. ეს თანხა 2024 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ ე.წ. მთავრობა გადახდის საშუალებების მოსაძებნად გადაუდებელ ზომებს მიმართავს. ასევე, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით დაწესდა ჩაქრობის რეჟიმი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს