მამუკა მდინარაძე - არ აქვს მნიშვნელობა 3000 ადამიანი დგას აქციაზე თუ 7000, რეალობა ისაა, რომ ამას დიდი ორგანიზება და ფული სჭირდება - ფოტოგრაფი რომ ჰყავთ, რაც არ უნდა გაბეროს „ეზ გაბერმა“, ვერ გაიბერება

არ აქვს მნიშვნელობა 3000 ადამიანი დგას აქციაზე თუ 7000, რეალობა ის არის, რომ ამას დიდი ორგანიზება და ფული სჭირდება - რევოლუციური სცენარის უფრო დიდი მტერი მგონი „ქართული ოცნება“ არ არის ისე, როგორც ერთი უწყინარი მოწყობილობა - დრონი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მათ სამხილებელი ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც აქციებსა და მარშებს აორგანიზებენ, „ვინაიდან დაორგანიზება ცოტა ფული არ ჯდება“.

„შეიძლება არაერთი ადამიანი გულწრფელიც იდგეს აქციაზე, მაგრამ ჩვენ სასაყვედურო და სამხილებელი გვყავს ის ხალხი, რომლებიც ამას აორგანიზებენ. ცოტა ფული არ ჯდება. ამ პერფორმანსებს პატარა ორგანიზება არ სჭირდება. არ არსებობს, რომ დავწერო პოსტი და არ გამოვარდნენ და შეტევა არ მოაწყონ. რაც უფრო მეტ შეტევას აწყობენ, მით უფრო მოტივირებული ვარ, რომ რაღაც დავწერო. დრეს, მაგალითად, შეიძლება რაღაც ციფრი დავწერო - დაახლოებით რამდენი იყვნენ. შეიძლება წინასწარვე ვთქვა, რომ დღეს შეიძლება იყვნენ 1984 და ამაზე ერთი ამბავი ატყდება. პირობითად დაწერ თუ არაპირობითად, რა დღეში არიან. იცით რატომ? - მათი რევოლუციური სცენარის ყველაზე დიდი მტერი დრონია. რევოლუციური სცენარის უფრო დიდი მტერი მგონი „ქართული ოცნება“ არ არის ისე, როგორც ერთი უწყინარი მოწყობილობა - დრონი. განსაკუთრებით, „იმედის“ დრონს ემტერებიან. ფოტოგრაფი რომ ჰყავთ Ezz Gaber, რაც არ უნდა გაბეროს „ეზ გაბერმა“ ვერ გაიბერება [რაოდენობა]“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, „რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის მათ [ოპოზიციას] სჭირდებათ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ინსტრუმენტად და სხვადასხვა მოწოდებები, მათ შორის დაუმორჩილებლობაზე“.

„რეალურად, მართლა არ აქვს მნიშვნელობა 3000 ადამიანი დგას აქციაზე თუ 7000. რეალობა ის არის, რომ ამას დიდი ორგანიზება და ფული სჭირდება. ამ ფულთან დაკავშირებით „გამჭვირვალობის კანონსაც“ ებრძოდნენ. ასევე, რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის მათ სჭირდებათ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ინსტრუმენტად და სხვადასხვა მოწოდებები, მათ შორის დაუმორჩილებლობაზე, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან სახელმწიფო დგას ფეხზე!“, - განაცხადა მდინარაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში