გიგი წერეთელი - ვიკრიბებით, რომ შევაჯეროთ მოსაზრებები, შემდეგ აუცილებლად იქნება პრეზიდენტთან კოორდინაცია - კრიზისის განმუხტვის მთავარი გზა სწორედ ახალი არჩევნებია

ვიკრიბებით, რომ შევაჯეროთ მოსაზრებები, ბუნებრივია, შემდეგ აუცილებლად იქნება პრეზიდენტთან კოორდინაცია , - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ოპოზიციური პარტიების სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

გიგი წერეთლის განცხადებით, შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე და პროტესტის მთავარ მოთხოვნაზე - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ისაუბრებენ.

„პროტესტის მოთხოვნაა, ახალი არჩევნები და ჩვენც ვხედავთ, რომ კრიზისის განმუხტვის მთავარი გზა სწორედ ეს არის. პრეზიდენტმა გუშინ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა ამაზე მიუხედავად იმისა, რომ ხელი შეუშალეს. მან მკაფიოდ თქვა, რომ გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას და ბრძოლას საზოგადოებასთან ერთად იმისათვის, რომ გათავისუფლდნენ ადამიანები, ვინც დაკავებულები არიან პროტესტის დროს. გვექნება მსჯელობა, როგორ ვხედავთ ამ პროცესს, ამ პერიოდს, მომდევნო დღეებს. ყოველდღე არის ქმედება, ჩვენი პარტნიორების პასუხი, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ ეს გზა გავიაროთ სწორად და იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც არის საზოგადოებრივ კონტექსტთან კონტექსტში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს