მიხეილ სარჯველაძე ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის (AACI) უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ და კრესო ანტონიო პალისკამ, ქვეყანაში, ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

“აღსანიშნავია, რომ AACI, მთელს მსოფლიოში, ჯანდაცვის ორგანიზაციების აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობს.

როგორც ორგანიზაციის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოში, ჰოსპიტალურ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რამაც თავის მხრივ მომსახურების ხარისხი და მის მიმართ სანდოობა გაზარდა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან და მის ექსპერტებთან თანამშრომლობა, საქართველოში, კიდევ უფრო განავითარებს ჰოსპიტალურ სექტორს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყების პრიორიტეტი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვაა და მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფაა, რასაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან პარტნიორობა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს