ირაკლი ბურდილაძე - რასაც თქვენ ხედავთ ქუჩაში, იმავეს ვხედავთ ჩვენც კომპანიებში, საჭიროა ტემპერატურის დაწევა - დიალოგი უნდა გაგრძელდეს

მოლაპარაკებები არის საუკეთესო გზა ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში, - ამის შესახებ ბიზნესის სფეროს წარმომადგენელმა ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ - მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ბურდილაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში აწეული ტემპერატურა დაიწიოს, ამისთვის კი საჭიროა, დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთთან ისაუბრონ.

“მთავარი არის ის, რომ ყველა ვთანხმდებით, იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც არის სტაბილურობა საქართველოში და ეკონომიკური აღმავლობა, ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც ამ მიზნის მიღწევის საშუალებას, ალტერნატივა არ აქვს - ამაზე ჩამოვყალიბდით ყველანი აბსოლუტურად. როგორ მივაღწევთ ჩვენ ამ მიზანს და როგორ ვივლით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ეს უკვე აზრთა სხვადასხვაობის საგანია, მაგრამ, საბოლოო მიზანი ერთია.

დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ქვეყანაში ტემპერატურა არის საკმაოდ აწეული. ჩვენ ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და რასაც თქვენ ხედავთ ქუჩაში, იმავეს ვხედავთ ჩვენც კომპანიებში, ამიტომ, საჭიროა ამ ტემპერატურის დაწევა და ამ ტემპერატურის დაწევის ყველაზე კარგი საშუალებაა დიალოგი. ეს პოლარიზაცია რაღაცნაირად უნდა შემცირდეს საზოგადოებაში და იმისათვის, რომ შემცირდეს, ხალხმა ერთმანეთთან უნდა ილაპარაკოს.

მოლაპარაკებები არის საუკეთესო გზა ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში”, - განაცხადა ბურდილაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს