IRI -ის ანგარიში - წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი იყო, თუმცა დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება, განსაკუთრებით, სოფლის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში

დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება, განსაკუთრებით სოფლის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, - ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების არსებობა და სპეციალური კალმების გამოყენება, რაც ბიულეტენების ფარულობას არღვევდა, აღვივებდა შიშს ამომრჩევლებში.

„წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი იყო, თუმცა დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება, განსაკუთრებით სოფლის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ინსტიტუციურიდაცვის არაეფექტიანობამ საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების შესაძლებლობას გამოეყენებინა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. დაშინების ტაქტიკა, როგორიცაა ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების იძულებითი მოპოვება, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე სერიოზული ტექნიკური პრობლემების გარეშე ჩატარდა, საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების არსებობა და სპეციალური კალმების გამოყენება, რაც ბიულეტენების ფარულობას არღვევდა, აღვივებდა შიშს ამომრჩევლებში. ამ ფაქტორებმა შეარყია ნდობა საარჩევნო პროცესის და ფუნდამენტური პოლიტიკური უფლებების დაცვის მიმართ“, - ნათქვამია ანგარიშში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია