IRI  - მიუხედავად იმისა, რომ ხმების ელექტრონულად და მექანიკურად დათვლა მოლოდინების შესაბამისად წარიმართა, ხმის მიცემის პროცესის ხარვეზებზე რეაგირება არ მომხდარა

მიუხედავად იმისა, რომ ხმების ელექტრონულად და მექანიკურად დათვლა მოლოდინების შესაბამისად წარიმართა, ხმის მიცემის პროცესის ხარვეზებზე რეაგირება არ მომხდარა , - ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) განხორციელებულმა ცვლილებებმა, საზოგადოებაში ეჭვქვეშ დააყენა ამ სტრუქტურის დამოუკიდებლობა.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) განხორციელებულმა ცვლილებებმა, საზოგადოებაში ეჭქვეშ დააყენა ამ სტრუქტურის დამოუკიდებლობა. როგორიც იყო მაგალითად ოპოზიციის მიერ ნომინირებული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან მოხსნა და შიდა კენჭისყრის ბარიერების შემცირება, რამაც გაზარდა ცესკოს მიკერძოების ეჭვი. გარდა ამისა, ცესკოს სადავო დადგენილებამ, რომელიც საარჩევნო უბნის წევრების დანიშვნას ერთი კვირით ადრე ითვალისწინებდა და რომელსაც სასამართლომ მხარი დაუჭირა, მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან ეს გადაწყვეტილება მმართველ პარტიას აძლევდა პროცესებზე ზეგავლენის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ხმების ელექტრონულად და მექანიკურად დათვლა მოლოდინების შესაბამისად წარიმართა, ხმის მიცემის პროცესის ხარვეზებზე რეაგირება არ მომხდარა. საგამოძიებო ორგანოების არასაკმარისი რეაგირება, მიკერძოებული მართლმსაჯულება და საარჩევნო დავების გადაწყვეტის არასაკმარისი მექანიზმებმა კიდევ უფრო შეამცირა პროცესისადმი ნდობა და წვლილი შეიტანა საარჩევნო შედეგების უარყოფაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი