დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ 29 დეკემბრამდე “ქართული ოცნება” ვერ მოიფიქრებს და კეთილგონიერებას ვერ გამოიჩენს, ვფიქრობ, ძალიან გაურთულდებათ სიტუაცია

თუ 29 დეკემბრამდე “ქართული ოცნება” ვერ მოიფიქრებს და კეთილგონიერებას ვერ გამოიჩენს, მე ვფიქრობ, ძალიან გაურთულდებათ სიტუაცია , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მედიასთან განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, ოპოზიციური გაერთიანებების დღევანდელი შეხვედრა სწორედ ახალი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა და რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა.

„თუ 29-მდე არ დაინიშნა შეხვედრა, ეს კიდევ უფრო ამწვავებს ქვეყანაში კრიზისს და, ბუნებრივია, კიდევ უფრო მწვავე იქნება შედეგები ქვეყნისთვის და, სავარაუდოდ, “ქართული ოცნებისთვისაც”, ამიტომ, მე ვეთანხმები, რომ შესაძლებელია, მართლა ჩამოიშალოს ის იმიტომ, რომ წნეხი დიდია ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.

თუ 29 დეკემბრამდე “ქართული ოცნება” ვერ მოიფიქრებს და კეთილგონიერებას ვერ გამოიჩენს, მე ვფიქრობ, ძალიან გაურთულდებათ სიტუაცია.

დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემაც ეს იყო, როგორი უნდა იყოს ის არჩევნები, რომელიც უნდა დაინიშნოს იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე, რომ აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს. ამაზე მიდის მსჯელობა რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ახალი არჩევნების პირობებში გაყალბება და შედეგების მოპარვა”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს