ლევან დავითაშვილი - მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან გვექნება საშუალება გადავტვირთოთ და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები

დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი, ინფორმაციების გაცვლა, რაც მოგვცემს საშუალებას, გადავტვირთოთ ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ აშშ-თან ჩვენი ურთიერთობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, მათ შორის, სხვა ქვეყნებისთვისაც , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკაზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია.

“ასეთი ტიპის დიალოგი, როგორიც დღეს იყო ბიზნესთან, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია. ჩვენ გვინდა, პროცესი დასტაბილურდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ რიტმს. ამის ერთადერთი გამოსავალია დიალოგი და საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთი ხარისხის შემცირება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია