ვასო ურუშაძე - ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან არაღიარებული პრემიერ - მინისტრის სკამის ლეგიტიმაციის მცდელობა იყო

ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან იყო მცდელობა არაღიარებული პრემიერ - მინისტრის სკამის ლეგიტიმაციისა. უნიჭოდ დადგმული და შინაარსისგან დაცლილი შეხვედრა ემსახურებოდა მხოლოდ ერთს, შეექმნა აღქმა იმისა, რომ ბიზნესი აღიარებს ირაკლი კობახიძის ლეგიტიმურობას , - ამის შესახებ ,,ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფალ საქართველოსთან ერთად, დღეს ბიზნესის დამოუკიდებლობაც იბადება.

ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან იყო მცდელობა არაღიარებული პრემიერ - მინისტრის სკამის ლეგიტიმაციისა. უნიჭოდ დადგმული და შინაარსისგან დაცლილი შეხვედრა ემსახურებოდა მხოლოდ ერთს, შეექმნა აღქმა იმისა, რომ ბიზნესი აღიარებს ირაკლი კობახიძის ლეგიტიმურობას.

სინამდვილეში ირაკლი კობახიძეს არ აინტერესებს ქართული ბიზნესის მდგომარეობა, არც მათი პრობლემები და გამოწვევები, მას არც ქვეყნის ეკონომიკის ბედი ანაღვლებს, ის პრემიერ - მინისტრის სკამს ჩაბღაუჭებული მხოლოდ ერთს ცდილობს, მოახდინოს საკუთარი თავის ლეგიტიმურობის იმიტაცია. დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა.

დღევანდელ შეხვედრაზე მისული ბიზნესმენების საკმაოდ მცირე რაოდენობა წარმოადგენდა ივანიშვილის კარზე დაახლოებულ პირთა წრეს, რომლებიც შერწყმულები არიან ოლიგარქის კორუმპირებულ კლანთან და საზრდოობენ სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ შეხვედრაზე მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ვერ მალავდნენ შეშფოთებას ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკურ კრიზის გამო, ირიბად მიანიშნებდნენ კიდეც, რომ კრიზისის გადაჭრის გზად ახალი არჩევნების ჩატარებას ხედავენ, რაც ირაკლი კობახიძის არალეგიტიმურობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ხელისუფლებასთან შეზრდილი პოსტსაბჭოთა “ცეხავიკური” ბიზნესეული გადმონაშთების ალტერნატივის სახით დღეს საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი ბიზნესი იბადება, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს და რაც მომავალში სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების წინაპირობა გახდება.

ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ დღეს თვითგამოცხადებულ არალეგიტიმურ ირაკლი კობახიძეს 22 ე.წ. ბიზნესმენი შეხვდა, ხოლო თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე ახალი არჩევნების მოთხოვნით დღეის მდგომარეობით 2200 კომპანიაა რეგისტრირებული“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია