ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა პირველად აღიარა, რომ ივლისში თეირანში “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია ისრაელმა განახორციელა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელ კაცმა ეს კომენტარი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, როდესაც პირობა დადო, რომ მათი სამიზნე იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ხელმძღვანელები იქნებიან. მისი თქმით, ისრაელი ძლიერად დაარტყამს ჰუსიტებს.

„როგორც ჩვენ გავაკეთეთ ჰანიესთან, [იაჰია] სინვართან და [ჰასან] ნასრალასთან თეირანში, ღაზასა და ლიბანში, ჩვენ ასე მოვიქცევით ჰოდეიდასა და სანააში“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევის მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა არ დაუსახელებია ვადები, როდის მოხდება შეთანხმების მიღწევა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს