ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირი მომავალ წელს უკრაინისთვის მილიონობით საბრძოლო მასალის წარმოებას გეგმავს

ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2025 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაახლოებით 2 მილიონ საარტილერიო ჭურვს დაამზადებენ.

კუბილიუსმა hromadske-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახლა იარაღის მხოლოდ 20-25%-ს აწარმოებენ, დანარჩენს კი საზღვარგარეთ ყიდულობენ. წარმოების გასაზრდელად ევროპის მთავრობებისგან შეკვეთებია საჭირო, რაც ამჟამად საკმარისი არ არის. როგორც კუბილიუსმა განმარტა, იარაღის მწარმოებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გარეშე არ უნდა ველოდოთ, რომ ევროპა უკრაინისთვის მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას დაამზადებს.

„უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფულის გამოყენება შეუძლებელია. არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებაზე. თუმცა, ევროპის მშვიდობის ფონდიდან ან გაყინული რუსული აქტივებიდან ფული შეიძლება იარაღის შესაძენად გამოიყენონ“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

ევროკომისრის თქმით, მომავალ წელს ევროკავშირი უკრაინას დაახლოებით 30 მილიარდ ევროს გადასცემს და კიევი შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს რას მოახმაროს ეს თანხა. ასევე, ევროკავშირი ახლა ახორციელებს მექანიზმს, რომელიც უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ევროპის თავდაცვის ინდუსტრიაში ინტეგრაციას შესაძლებელს გახდის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი