კახა კალაძე - ჯერ კიდევ ბევრს აქვს სურვილი, ქართველ ხალხს არჩევანი წაართვას და ხელისუფლება არა თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას, არამედ მათ მიერ ხელდასმულ და ხალხის მიერ უარყოფილ ძალებს გადასცენ

ჯერ კიდევ ბევრს აქვს სურვილი ქართველ ხალხს არჩევანი წაართვას და ხელისუფლება არა თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას, არამედ მათ მიერ ხელდასმულ და ქართველი ხალხის მიერ უარყოფილ ძალებს გადასცენ - მოსახლეობას პირობას ვაძლევთ, ეს ვერ და არ მოხდება - საქართველოს ინტერესები არ დაითმობა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გარე ძალებს საქართველოს მიმართ „ინტერესი განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაუჩნდათ“.

„მიიწურა გამოწვევებით სავსე 2024 წელი, რომელმაც მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა გარე თუ შიდა ძალების პროვოკაციებისა, ქვეყანაში არეულობის დათესვის მცდელობისა, მოგვიტანა თვალსაჩინო შედეგები, როგორც დედაქალაქის, ისე ზოგადად ქვეყნის განვითარების კუთხით. რა საკვირველია, ყველასათვის საუკეთესო იქნებოდა დღეს გვესაუბრა, მხოლოდ და მხოლოდ, ამ მიღწეულ შედეგებზე, გაკეთებულ პროექტებზე, განხორციელებულ მაგარ საქმეებზე, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომ არ შევაფასოთ ის, რაც ხდებოდა დედაქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში და ზოგადად, რა პოლიტიკური პროცესები მიდიოდა ქვეყანაში.

ის რაც ქვეყანაში ხდებოდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც არ დაწყებულა დღეს ან გუშინ, წლებია მზადდება ნიადაგი ამ ყველაფრისთვის. განსაკუთრებით გაძლიერდა იმის შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინის მოვლენები. უცხო ძალებს განსაკუთრებული ინტერესი გაუჩნდათ საქართველოს მიმართ. საქართველო გამოყენებული უნდა ყოფილიყო მათი ინტერესების პოლიგონად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებდა საქართველოს დასუსტების და უფრო მეტიც, მისი განადგურების ხარჯზე შეესრულებინა ე.წ. მეგობრების მითითებები, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ჩვენს ქვეყანაზე და ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა გვემოქმედა არა ჩვენი ქვეყნის, მისი მშვიდობიანი მომავლის ინტერესებით, არამედ სხვა, დიდი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, რაც აშკარა რისკებს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. პირდაპირ შეიძლება თქვას, ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა არასწორი ნაბიჯი, ეს ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნებოდა“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, ზეწოლა დღესაც გრძელდება.

„ეს ზეწოლა, ცხადია დღესაც გრძელდება. ჯერ კიდევ ბევრს აქვს სურვილი ქართველ ხალხს არჩევანი წაართვას და ხელისუფლება არა თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას, არამედ მათ მიერ ხელდასმულ და ქართველი ხალხის მიერ უარყოფილ ძალებს გადასცენ.

საქართველოს მოსახლეობას პირობას ვაძლევთ, რომ ეს ვერ და არ მოხდება. რამდენიც არ უნდა ეცადონ, ჩვენ სამშობლოს არ დავუთმობთ. საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ჩვენ ვიდგებით იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის ხვალინდელ დღეს და ეროვნულ ინტერესს. ცხადია, არ დავუშვებთ არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით. ეს არასდროს მოხდება, ეს კარგად უნდა შეიგნონ როგორც შიგნით ამ წვრილფეხა რადიკალებმა, ასევე, ქვეყნის გარეთ, მათმა პატრონებმა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან