„ძლიერი საქართველო“ დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერის კახა კალაძის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას არ ესწრება

„ძლიერი საქართველო“ დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერის კახა კალაძის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას არ ესწრება.

როგორც ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმამ საბა ბუძემ განაცხადა, კახა კალაძესთან, „იმ რეჟიმის წარმომადგენელთან, რომელიც ადამიანებს ქუჩაში უსწორდება“, კითხვები არ აქვთ.

„დღეს თბილისის საკრებულოში ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო მერი, კახი კალაძე წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს. ჩვენი კოალიცია, „ძლიერი საქართველო“ და საკრებულოში ჩვენი ფრაქცია არ იღებს მონაწილეობას ამ ფარსში. ჩვენ არანაირი კითხვები კახა კალაძესთან არ გაგვაჩნია, არ გაგვაჩნია კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში უსწორდებიან და კახა კალაძე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო სახე.

ჩვენ ვნახეთ, რომ თბილისელებმა ივანიშვილს გასცეს პასუხი 26 ოქტომბერს, როდესაც მასშტაბური გაყალბების მოუხედავად, უარი უთხრეს „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკას.

ამ უარის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ის ტოტალური კორუფცია, რომელშიც ჩაძირულია თბილისის მერია და კარგად ჩანს, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რისთვისაც ხელისუფლება სჭირდება კალაძეს და ივანიშვილს, რომ თბილისელების ხარჯზე აკეთონ ფული.

ამ წლის განმავლობაში იპოდრომი გაასხვისეს, მწვანე შუქი აუნთეს იქ ურბანულ გენოციდს, ასევე მწვანე შუქი აუნთეს ლაგუნა ვერეს ადგილას უმძიმეს დანაშაულებს და უამრავი დანაშაული მთელი ქალაქის მასშტაბით. ეს არის კორუფცია, დანაშაულებრივი გულგრილობა და ხელისუფლების მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური გამდიდრებისათვის გამოყენება. ეს არის ის, რითაც თბილისელებმა მიიღეს ზიანი ამ წლის განმავლობაში კახა კალაძისგან და თბილისის მერიისგან. შესაბამისად, ის კითხვები, რომლებიც არსებობს აუცილებლად დაისმება საგამოძიებო ორგანოების მიერ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება. იმისათვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ გაგრძელდეს ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობა და პროტესტი, ამიტომაც, უკლებლივ ყველანი უნდა შევხვდეთ ისევ რუსთაველზე დღეს, ხვალ და იმდენი ხანი, რამდენიც იქნება საჭირო!“ - განაცხადა საბა ბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს