ფოთის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილ პერფორმანსს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა - ოპოზიციამ სხდომა დატოვა

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ხმაური მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილ პერფორმანსს. მათ სხდომის დაწყებამდე ბანერი გაშალეს, რომელზეც თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები იყო გამოსახული.

საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ძალადობა დაგმეს და იქ მყოფებს სოლიდარობისკენ მოუწოდეს.

ოპოზიციის ამ ქმედებას უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა, ისინი პროვოკაციაში დაადანაშაულეს. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და საპროტესტო ბანერი მერიის შენობის გარე ფასადზე გააკრეს.

„სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, ახალგაზრდები არიან და მინდოდა მიმეწოდებინა მათთვის, რომ საფლავში ნუ ჩაჰყვებიან ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი და თავისი ხროვა მთლიანად გაცდენილია კონსტიტუციას და ჯალათებად არიან ქცეული. დაასახიჩრეს ადამიანები, სისხლის გუბეებად აქციეს რუსთაველი და ამის ფონზე კიდევ ნაცვლად იმისა, რომ მორიდება იქონიონ, დასცინიან საზოგადოებას. ხალხის მოთხოვნა არის პირველ რიგში ჩატარდეს ხელახალი კანონიერი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. არ შეწყდება ეს პროტესტი, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. საკრებულოს სხდომაზე არც ვაპირებდი გაჩერებას, უბრალოდ, მინდოდა, რომ ეს პერფორმანსი გამეკეთებინა, იქნებ გულთან ახლოს მისულიყო ახალგაზრდების დასისხლიანებული სახეები, მაგრამ პირიქით, აგრესიაზე გადმოვიდნენ. ესენი „ტიტუშკები“ არიან და არა საკრებულოს წევრები“, - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა