Politico - ჯო ბაიდენმა 895 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 895 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის საბოლოო აქტი, რომელიც აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, სადავო კულტურულ საკითხებს არ შეიცავს, როგორიც აბორტთან დაკავშირებული სხვადასხვა ზომები და პენტაგონის მიერ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში განსხვავებულობის ხელშეწყობაა.

ამასთან, აშშ-ის წარმომადგენლთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის მოთხოვნით, ბიუჯეტის კანონპროექტში შეტანილი დებულება შეიარაღებული ძალების Tricare ჯანდაცვის სისტემის მიერ გენდერული დისფორიის მკურნალობას კრძალავს.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნული დებულება გააკრიტიკა.

„ეს ნაწილი ძირს უთხრის ჩვენი შეიარაღებული ძალების უნარს, მისი შემადგენლობა დააკომპლექტოს და შეინარჩუნოს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ძალით, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ათასობით შვილის ჯანმრთელობის დაზღვევაზე უარის თქმის გზით. ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნასა და ოჯახის ჯანმრთელობის დაზღვევაზე ხელმისაწვდომობას შორის არჩევანის გაკეთება არცერთ სამხედრო მოსამსახურეს არ უნდა მოუწიოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი თავდაცვის დეპარტამენტისთვის 850 მილიარდს და ბირთვული იარაღის პროგრამებისთვის 33,5 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს