ტრაილერის მძღოლმა, ელგუჯა ცომაიამ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანასთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენება მისცა

ჩემს მანქანას საწოლი აქვს, მიშა ზემოთ ავიდა, პორტში ჩვეულებრივად შემოვედით, დათვალიერება გავიარეთ და გემზე ავედით, საქართველოს მიმართულებით წამოვედით. საქართველოში როცა შემოვდიოდით, სააკაშვილს უკანა კარები გავუღე, მაცივარს ვგულისხმობ, - ამის შესახებ ბრალდებულმა ტრაილერის მძღოლმა, ელგუჯა ცომაიამ განაცხადა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში მიხეილ სააკაშვილის დახმარებას ედავებიან.

მან თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე ჩვენება მისცა.

ცომაიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოყვანა მას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, უკრაინაში მყოფმა გია ლორთქიფანიძემ სთხოვა, რომელიც მან ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნო, როცა თავად ცომაიამ მას კონკრეტულ საკითხში დახმარება სთხოვა.

„გია ლორთქიფანიძეს ვთხოვე დახმარება, მაგრამ ვერ დამეხმარა, შეეცადა, მაგრამ შედეგი არ იყო. კიევში, რესტორანში შევხვდი... აქედან მიმქონდა, ხილი, როგორც ქართველი ქართველს ვჩუქნიდი, მარტო გიას არა, სხვებსაც.

[გია ლორთქიფანიძემ]თუ შეძლებ მიხეილ სააკაშვილის დახმარებას, საქართველოში გადაყვანასო, მითხრა, დავთანხმდი. მანქანით, მეტი რით უნდა გადმომეყვანა. მეუღლე დამეღუპა კოვიდით, საქართველოში ვიყავი, დამირეკა",- განაცხადა ცომაიამ.

მისივე თქმით, მან ტრაილერი რძის ნაწარმით დაიტვირთა და მიხეილ სააკაშვილიც აღნიშნული მანქანით წამოიყვანა.

„ოდესაში რომ ჩავედი, ერთმანეთს შევეხმიანეთ[ლორთქიფანიძე და ცომაია], არ მისული პორტამდე, მიშა მანქანით მოვიდა და ჩემს მანქანაში გადმოვსვი, რაღაც შავი მანქანით იყო, მძღოლს იურა ერქვა. ჩემს მანქანას საწოლი აქვს, მიშა ზემოთ ავიდა და პორტში ჩვეულებრივად შემოვედით, დათვალიერება გავიარეთ და გემზე ავედით, საქართველოს მიმართულებით წამოვედით. საქართველოში როცა შემოვდიოდით, უკანა კარები გავუღე, მაცივარს ვგულისხმობ",- განაცხადა ცომაიამ.

პროკურორის კითხვაზე, სანამ ჩამოხვიდოდით, მიხეილ სააკაშვილი მაცივარში იმყოფებოდა? ცომაიამ უპასუხა „დიახ“.

მან ასევე განმარტა, რომ სააკაშვილს საქართველოში უნდა დახვედროდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

„პირველ რიგში, ფოთამდე უნდა ჩამეყვანა, მითხრეს, რომ ვიღაც დახვდებოდა. კაციშვილი რომ არ დახვდა, აბაშაში მაქვს სახლი და წავიდეთ-მეთქი, ვუთხარი. სააკაშვილი წოწორიების მანქანაში გადაჯდა",- განაცხადა ცომაიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილი თბილისში წამოიყვანა.

„ხაშურს რომ გამოვცდი, მომწერეს, მიხედეო. სად წამეყვანა? როგორც ადამიანი, თქვენ დატოვებდით ქუჩაში? წამოვიყვანე სანზონაში.

მე ხომ არ ვკითხავდი, რატომ არ დაგხვდნენო, ტელეფონი ეკავა ხელში, ხან წერდა... საჭმელი ვიყიდეთ, ვჭამეთ, ჩემთვის არავის დაურეკავს და მიშას ვინ ურეკავდა, არ ვიცი. მეორე დღეს, საწვავს ვასხამდი მანქანაში, ისე გამაჩერა პოლიციამ, სახლში ვინ გყავსო, ხომ არ ვეტყოდი. სახლში ამიყვანეს, ჩემს მისვლამდე პოლიციით იყო სავსე. მერე არც მინახავს მიშა, სად ვნახავდი",- განაცხადა ცომაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს წარედგინათ.

მათ მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის