ნინი ვარდოსანიძე - ისმის ბრალდებები ბულინგზე და აგრესიაზე, მაშინ, როცა ბულინგი მათი დამკვიდრებულია - იბრძვიან დემოკრატიის სახელით და ფეხქვეშ თელავენ ყველა განსხვავებულ აზრს, არათუ განსხვავებულ აზრს, აზრის დაფიქსირებას აიძულებენ ადამიანებს

სამართალდამცავს ნიღბიანს უწოდებენ, როგორც დამნაშავეს, მეორე მხრივ, თავად სახედაფარულები სჩადიან დანაშაულებრივ ქმედებებს. სამშობლოს ღალატზე გვესაუბრებიან, თავად კი სხვების დავალებებს ასრულებენ. იჭრებოდნენ ტელევიზიებში გუშინ, იჭრებიან ტელევიზიებში დღეს. გვახსოვს, კაბინეტებიდან გვიმახსოვრებდნენ, ახლა ოპოზიციის რიგებიდან იმუქრებიან,- განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრმა, ნინი ვარდოსანიძემ დღეს, საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას.

ვარდოსანიძის განცხადებით, „რადიკალურმა ოპოზიციამ ბიზნესის რეკეტი, ბიზნესის ბოიკოტით ჩაანაცვლა, ისმის მათი ბრალდებები ბულინგზე და აგრესიაზე, მაშინ, როცა ბულინგი მათი დამკვიდრებულია, იბრძვიან დემოკრატიის სახელით და ამავე დროს, ფეხქვეშ თელავენ ყველა განსხვავებულ აზრს“.

„ბიზნესის რეკეტი, ბიზნესის ბოიკოტით ჩაანაცვლეს. ისმის ბრალდებები ბულინგზე და აგრესიაზე, მაშინ, როცა ბულინგი მათი დამკვიდრებულია. იბრძვიან დემოკრატიის სახელით და ფეხქვეშ თელავენ ყველა განსხვავებულ აზრს. არათუ განსხვავებულ აზრს, აზრის დაფიქსირებას აიძულებენ ადამიანებს. ახალგაზრდების მომავლის სახელით, ბავშვებს მახინჯ მაგალითს აძლევენ. ვხედავთ, რომ ოპოზიციის ფსევდო ლიდერები, საზოგადოების წინაშე ბოლომდე გამოსვლასაც ვერ ბედავენ, იმდენად, რამდენადაც საკუთარი რეიტინგებიც იციან და წარსული დანაშაულებიც. ის, რაშიც ნამდვილად წარმატებით ლიდერობენ, ეს არის ხალხის მოტყუება, უკულტურობა, ბულინგი და ადამიანებს შორის სიძულვილის თესვა. საზოგადოების დიდი ნაწილი, დიდი ხანია ამას მოთმინებით უყურებს და საკუთარ აზრს არჩევნებზე მშვიდად აფიქსირებს. არჩევანი დაფიქსირდა 26 ოქტომბერსაც, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულების ჩაშლის და ბავშვებისთვის ზეიმის წართმევის მცდელობაა, თან იმ ადამიანების თაოსნობით, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებს, რუსთაველზე კონცერტით ხვდებოდა, ეს მცდელობები დროებითი და ფუჭია. დარწმუნებული ვარ, არეულობის გეგმა შეუსრულებელი დარჩება, მაგრამ აუცილებლად შესრულდება ყველა ის დაპირება, რაც ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველს მისცა,“- განაცხადა ნინი ვარდოსანიძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია