კახა კალაძე - სააკაშვილის განცხადება მეტყველებს იმაზე, თუ რა იყო აქციების ძირითადი მიზანი, მაგრამ ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა

რაც ბოლო დღეებში ხდებოდა ქვეყანაში, წინასწარ დაწერილი სცენარია, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, სააკაშვილის განცხადება სახელმწიფო შენობების პიკეტირების შესახებ მეტყველებს იმაზე, თუ რა იყო საპროტესტო აქციების ძირითადი მიზანი.

„რაც ბოლო დღეებში ხდებოდა, არის იმ დაწერილი სცენარის ნაწილი, რისი განხორციელებაც უნდოდათ. მათი სურვილი იყო, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა, რადგან სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში სისხლისღვრა, სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება მოაწყოს. საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის ხელშეწყობას ვერავინ შეძლებს.

სააკაშვილის გაკეთებული განცხადებაც მეტყველებს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა, რა იყო ძირითადი მიზანი ამ გამოსვლებისა და აქციების. თავიდან ისე შეფუთეს, თითქოს, ევროინტეგრაციის გზაზე მთავრობამ უარი თქვა და დაიწყეს გამოსვლები, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი. შეიძლება ვიღაცებმა ვერ გაიგეს, შეიძლება ჩვენ ვერ გადმოვეცით, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავი მესიჯი გაჟღერდა ჩვენი მხრიდან, აიხსნა აღნიშნული თემა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს ვაკეთებთ. ეს იყო უბრალოდ შეფუთული. რეალურად არჩევნები წააგეს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ომს, ბოროტებას და ამაზე გაღიზიანებულებს - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სურვილი ჰქონდათ რევოლუციური გზით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო