კახა კალაძე - ხამზატ ჩიმაევი არის წარმატებული სპორტსმენი, ჩვენ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ვმეგობრობთ - შედით მის „ინსტაგრამ“ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს ფოტოები გადაღებული კადიროვის გარდა

ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი. თქვენ თუ გადაღებულ ფოტოებზე მეუბნებით, შედით მის „ინსტაგრამ“ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს ფოტოები გადაღებული კადიროვის გარდა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რა მიზნით ჩამოვიდა თბილისში (MMA) მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი, რომელიც ამავდროულად, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია.

კალაძის თქმით, ხამზატ ჩიმაევთან მეგობრობს.

„ხამზატს რაც შეეხება, ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წარმატებული სპორტსმენი. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ქვეყანაში, უამრავი ადამიანი, ალბათ, ნახავდით ამის ფოტო-ვიდეო ამსახველ მასალებს, თუ როგორ ხვდებოდნენ. მე მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მიხარია ზოგადად, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ ჩვენ დედაქალაქს, ჩვენ ქვეყანას. [ჩამოსვლის] მიზანი - არაფერი, უბრალოდ ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში და მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალგაზრდებს მივცემთ შესაძლებლობას, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ნიჭი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინონ და იყვნენ წარმატებულები.

ჩვენ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ვმეგობრობთ. მე ადამიანთან არ ვმეგობრობ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, ვისაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი მე ვინმესთან ვიმეგობრო, ან არ ვიმეგობრო, პირველ რიგში, ეს არის ადამიანობა და ახლა, ყველას ერთნაირი შეხედულება და მოსაზრება ვერ გვექნება. ვიმეორებ, ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი და არ ვიცი, თქვენ თუ გადაღებულ ფოტოებზე მეუბნებით, გადაღებული ფოტოები, შედით მის „ინსტაგრამ“ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს ფოტოები გადაღებული კადიროვის გარდა“, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია