კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - ოპოზიცია დღეს არც ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნის, არც საკუთარ ოჯახებს - აგენტი არ ეკუთვნი შენს ქვეყანას, ყველანაირ ბოროტებას, სისულელეს აკეთებენ

ეს ადამიანები თავიანთი ყოველდღიური ნაბიჯებით, ქმედებებით, ბოროტები არიან და ჩვეულებრივად ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დღეს არც ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნის, არც საკუთარ ოჯახებს.

„ეს ადამიანები თავიანთი ყოველდღიური ნაბიჯებით, ქმედებებით, ბოროტები არიან და ჩვეულებრივად ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან. მათ ქართული არაფერი გააჩნიათ. ისინი დღეს არც ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნიან, არც საკუთარ ოჯახებს. აგენტი არ ეკუთვნი შენს ქვეყანას, პირდაპირ უნდა შეასრულო ხელმძღვანელების დავალებები გარედან, რასაც აკეთებენ კიდეც. ყველანაირ ბოროტებას, სისულელეს აკეთებენ და სჩადიან თავიანთი განცხადებებით და ქმედებებით. ეს არის, რასაც ვხედავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა: „მივმართავ ქართულ ჯარს, ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილონ, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს