გიორგი ტყემალაძე - ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ჩვენი ქალაქი კი განვითარებას გააგრძელებს

ჩვენი ქვეყანა მშვიდობით და ღირსებით აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ხოლო ჩვენი ქალაქი კი წლების წინ დაწყებულ წარმატებულ და სწორ განვითარებას კვლავაც გააგრძელებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, განვლილი წელი არა მხოლოდ ქალაქის განვითარების მიმართულებით, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მისივე თქმით, უსამართლობაა, როდესაც იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის პირობებშიც მიღწეულია აბსოლუტურად ყველა წარმატება ევროინტეგრაციის მიმართულებით, კურსის ცვლილების ბრალდებები ისმის.

„ევროინტეგრაციის მიმართულებით უპირობოდ ვლიდერობთ აბსოლუტურად ყველა რეიტინგით. აქ ყველანი საჯარო მოხელეები ვართ, ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ემსახურება, ამიტომაც ბრალდებებს ვერ მივიღებთ. ვერავინ გვათქმევინებს უარს ჩვენს ტრადიციებზე, ისევე როგორც ჩვენს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძემ საქართველოს მოსახლეობას მიმდინარე წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

„ეს უპრეცედენტო და დიდი მხარდაჭერა იყო. ჩვენი ქვეყანა მშვიდობით და ღირსებით აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი ქალაქი გააგრძელებს იმ განვითარებას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია 2017 წელს დასახული პრიორიტეტების ერთგული რჩება, რისი დასტურიც 2025 წლის ბიუჯეტია.

„2017 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 815 მლნ იყო, დღეს კი 2 მილიარდს ასცდა. ბიუჯეტის ზრდას ძალიან დიდი სამუშაო უძღვის წინ, ეს მექანიკურად და მარტივად არ ხდება. სწორმა დაგეგმვამ და სწორმა პრიორიტეტებმა, სწორად განხორციელებულმა მენეჯმენტმა, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ქალაქში, მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ დღეს სულ სხვა მასშტაბებზე ვსაუბრობთ.

რაც რვა წლის წინ შეუძლებლად ჩანდა, დღეს უკვე რეალობაა, აბსოლუტურად განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რეაბილიტირებული გამზირები და მრავალი სხვა. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ ევროპული ქალაქი, ამას კი დიდი შრომა და კარგი მენეჯმენტი სჭირდებოდა.

2025 წელი ასევე იქნება დატვირთული პროექტებით. მიხარია, ამ პროცესის მონაწილე რომ ვარ. ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებსაც ჰქონდათ შანსი, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ პროცესში, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ისინი ყოველთვის ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. ისინი არასოდეს იღებდნენ პასუხისმგებლობას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესს ისტორია შეაფასებს. ჩვენი ქალაქის განვითარება კი გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის