ლევან ჯაფარიძე - ხელისუფლება დიდი სიმტკიცით იბრძვის იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც წლებია ქვეყნის გეოპოლიტიკურ ავანტიურაში ჩათრევას ცდილობენ - დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის ქვეყნის სასარგებლოდ დამთავრებას შევძლებთ

მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, რომელიც ძალიან დიდი მოთმინებით უყურებს მიმდინარე მოვლენებს და ეს მოთმინება განპირობებულია იმით, რომ მათ აქვთ ნდობა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც 26 ოქტომბერს დიდი უმრავლესობით აირჩიეს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჯაფარიძემ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება დიდი სიმტკიცით იბრძვის იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც წლებია ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ავანტიურაში ჩათრევას ცდილობენ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას, რომელიც დღეს დიდი სიმტკიცით იბრძვის იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც წლებია ცდილობენ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ავანტიურაში ჩათრევას. მე დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ ბრძოლის ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დამთავრებას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, რომელიც ძალიან დიდი მოთმინებით უყურებს მიმდინარე მოვლენებს და ეს მოთმინება განპირობებულია იმით, რომ მათ აქვთ ნდობა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც 26 ოქტომბერს დიდი უმრავლესობით აირჩიეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ნდობას მათ არ გავუმტყუნებთ, ქართველ ხალხს ზუსტად ისეთი მომავალი ექნება, როგორსაც დავპირდით“ , - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

დღესვე საკრებულოს წევრმა დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორმა პოლიტიკამ, სწორად დასახულმა პრიორიტეტებმა მათ მისცა საშუალება განეხორციელებინათ დედაქალაქისთვის ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი.

„მიხარია, რომ ამ ყველაფრის თანამონაწილე ვარ და გვეძლევა შესაძლებლობა მერთან, კახა კალაძესთან, ერთად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის ჩემს სამაჟორიტარო რაიონში, კრწანისში, გორგასლის გამზირზე, არსებული 300 არაგველის სკვერის პროექტი, რომელსაც მომავალ წელს დავასრულებთ“ , - აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის