კოტე ზარნაძე - დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება

გასული 2-3 წლის მანძილზე ყველამ დაინახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური გადარჩენა. ერთი ფაქტი, რომელიც ეკონომიკურად გაგვანადგურებდა და რომელზეც მუდმივად აპელირებდა ოპოზიცია, ეს იყო სანქციების დაწესება,- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარის მოადგილე, კოტე ზარნაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დედაქალაქის მერის გამოსვლას.

სიტყვის დასაწყისში კოტე ზარნაძე კახა კალაძეს და მთავრობის წევრებს მიესალმა და თბილისის მერს დედაქალაქისა და ქვეყნის განვითარებისთვის გაწეული შრომისთვის გადაუხადა მადლობა.

,,გასული 2-3 წლის მანძილზე ყველამ დაინახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური გადარჩენა. ერთი ფაქტი, რომელიც ეკონომიკურად გაგვანადგურებდა და რომელზეც მუდმივად აპელირებდა ოპოზიცია, ეს იყო სანქციების დაწესება. რაც შეეხება უსაფრთხოებას და ფიზიკურ განადგურებას, კარგად გვახსოვს, თუ როგორ ითხოვდნენ ჩვენი ოპონენტები მოხალისეების და მებრძოლების უკრაინაში გასაგზავნად ჩარტერული ფრენების დანიშვნას“, - განაცხადა კოტე ზარნაძემ.

მან ასევე ისაუბრა ბულინგზე, რომელიც, მისი თქმით, ხორციელდება როგორც პოლიტიკური ლიდერების, ასევე მათი ოჯახების მიმართ და აღნიშნა, რომ ის გუნდი, რომლის წევრიც არის, არასდროს დაუშვებს მსგავს ფატალურ შედეგებს, რაც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის დროს ხდებოდა.

კოტე ზარნაძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ განვლილ პერიოდს მომავალი თაობა სწორად შეაფასებს.

„ჩვენ ვიცავთ ეთიკას, მათ კი ეს საზღვრები არ გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება, ხოლო ჩვენი ქვეყანა ამ ბეწვის ხიდს მშვიდობიანად, ამაყად და თავაწეული გაივლის’’,- განაცხადა კოტე ზარნაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია