ნიკოლოზ კახეთელიძე - სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტი არ არის მხოლოდ ქუჩაში მოძრაობის მოწესრიგება, ეს ჩვენს ცნობიერებაში ახალი, ევროპული ფილოსოფიის შემოტანაა

თბილისის საკრებულოში, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში განხორციელდა, სატრანსპორტო რეფორმაა.

მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტი მხოლოდ ქუჩაში მოძრაობის მოწესრიგება არ არის, არამედ ჩვენს ცნობიერებაში ახალი, ევროპული ფილოსოფიის შემოტანაა.

„დედაქალაქის მთავრობის მიერ წარმოებული სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტი არ არის მხოლოდ ქუჩაში მოძრაობის მოწესრიგება, ეს ჩვენს ცნობიერებაში ახალი, ევროპული ფილოსოფიის შემოტანაა. ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ ქალაქში არავის ახსოვდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა“, - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე თავის გამოსვლაში დაუსრულებელი მშენებლობების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ დაზარალებულ მოსახლეობას დღეს ზარალის ანაზღაურების და ნორმალურ პირობებში ცხოვრების რეალური იმედი გაუჩნდა.

„ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომლის განხორციელების ვალდებულებაც კახა კალაძეს არ ჰქონდა, მაგრამ ეს თანაზიარობის მომენტია. სწორედ ეს არის ევროპული მიდგომა ქალაქთანაც და ერთმანეთთანაც“,- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს