ზურაბ აბაშიძე - დღეს თუ ქვეყანაში რამე კრიზისია ეს არის ოპოზიციაში

საუბარი ქვეყანაში არსებულ ვითომდა კრიზისზე სხვა არაფერია, თუ არა პარალელური რეალობის შექმნის მცდელობა რადიკალური ოპოზიციისგან. დღეს თუ ქვეყანაში რამე კრიზისია ეს არის ოპოზიციაში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, დედაქალაქის მერმა ქალაქში განხორციელებულ უამრავ პროექტზე, მათ შორის, მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არსებობს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, დედაქალაქის მერის მოხსენება იყო ძალიან შთამბეჭდავი და კონკრეტული, რისთვისაც ზურაბ აბაშიძემ კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი თბილისის მერს იმ განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი პროექტების გამო, რომელიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს პროექტები სახეზეა და ამას ყველა ხედავს. მათ კი ვისაც არ სურთ დანახვა, ვერაფერს ვუზამთ. დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაქსიმალურად დაცულია ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ეს შეუქცევადი პროცესია. დაპირისპირება კი იმიტომ ხდება, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ არ უნდათ დამოუკიდებელი, სუვერენული, ძლიერი და ეკონომიკურად მდგრადი საქართველო, მაგრამ ეს შეუქცევადი პროცესია და საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის მიზანს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს გაიმართება. მისივე თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნაზე საუბარი აბსურდია.

„მინდა მივმართო ყველას, ვინც ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. დაახლოებით 9 თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ოპოზიცია ხომ აცხადებს, რომ თითქოსდა მათ თბილისში გაიმარჯვეს. მიიღონ მონაწილეობა და ვნახავთ როგორ გაიმარჯვებენ. ამ არჩევნებსაც ჩვენ მოვუგებთ, რადგან ჩვენს უკან უამრავი გაკეთებული საქმე დგას”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის