ბსუ აგრძელებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები აბიტურიენტების უფასოდ მომზადებას

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის - მათემატიკაში, ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში უფასოდ ამზადებს. 1-ელ დეკემბერს უნივერსიტეტმა განაახლა აბიტურიენტთა მომზადების მოკლევადიანი მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, აბიტურიენტებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო პროგრამის მიმდინარეობას.

„შუახევის მუნიციპალიტეტში თითოეული საგნისთვის შექმნილია ერთი ჯგუფი, რომელშიც 18-20 მოსწავლეა. ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედებს თითო საგანში ორი ჯგუფი, 15 მოსწავლით. პროგრამას ახორციელებს ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი, ხულოსა და შუახევის რესურსცენტრები და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადაფინანსებით. პროგრამა აბიტურიენტებისთვის სრულიად უფასოა და გაგრძელდება 2023-2024 სასწავლო წლის ბოლომდე.

პროგრამა ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაგრძელდა, როგორც ბსუ-ს მესამე მისიის ერთ-ერთი წარმატებული აქტივობა - აჭარის ა.რ. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ხულოს და შუახევის) აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამების განხორციელება. ინიციატივა მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარის აბიტურიენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სრულფასოვან მომზადებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს