ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორს ხვდება

ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯგუფის "დაიტოვე" წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და, როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, საუბარი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით იქნება.

გუშინ ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდნენ, სადაც ახალი არჩევნების საკითხი განიხილეს და ასევე, მოამზადეს დოკუმენტი, რომელიც საარჩევნო წესებსა და პირობებს ეხება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო