მამუკა ხაზარაძე - პრეზიდენტთან ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და სწრაფად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში

ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და სწრაფად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებაში ერთადერთი ლეგიტიმური პირია და ეს არის საქართველოს პრეზიდენტი.

„სათქმელი იგივეა და პოზიცია არის იგივე, ქვეყანაში გვყავს ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი და მოთხოვნა არის იგივე, ახალი არჩევნების დანიშვნა და სასწრაფოდ ყველა პოლიტპატიმრის გამოშვება, ნაწამები ადამიანების გამოშვება. თქვენ იცით, რომ უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება და ის ფაქტი, რომ ჩვენი მომიტინგეები არიან ნაწამები, არა თუ უბრალოდ დაპატიმრებული და დასახიჩრებული, ეს უკვე საერთაშორისო დონეზე არის დამტკიცებული, ამიტომ სასწრაფოდ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, ამ არალეგიტიმურ მთავრობას, რომ სასწრაფოდ გამოუშვან ჩვენი ახალგაზრდები გარეთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს