ნინო რუხაძე - თბილისის ბიუჯეტი მუდმივად აუმჯობესებს საკუთარ ისტორიულ მაქსიმუმს

დედაქალაქის 2025 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არის ძალიან შთამბეჭდავი. მან მიაღწია ისტორიულნიშნულს - 2 მილიარდ ლარს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, ნინო რუხაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ბიუჯეტი მუდმივად ავლენს ზრდის ტენდენციებს და საკუთარ ისტორიულ მაქსიმუმს აუმჯობესებს.

ნინო რუხაძის თქმითვე, სინანულს იწვევს მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებლები შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მაღალი, რომ არა უკანასკნელი წლების განმავლობაში ის ხელოვნურად გამოწვეული რყევები, რომლებსაც ოპოზიციური ძალები ამ ქვეყანაში იწვევენ.

“ამ ყველაფრის შედეგად, ძალიან მოკრძალებული გათვლებით, ჩვენმა ქვეყანამ დაახლოებით 5 მილიარდ ლარამდე დაკარგა. ეს არის რეალურად ის, რაც წაართვეს ამ ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც შეიძლებოდა ქვეყნის წინსვლას, ევროპულ ინტეგრაციას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარებოდა. ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის კი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ყველაზე ხელშესახებ შედეგებს მიაღწია“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს