“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ავჭალის დასახლებაში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზიანების გამო დღეს,24 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან, 25 დეკემბრის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეიზღუდება.

„დღეს, 24 დეკემბერს, გლდანის რაიონში, ავჭალის დასახლებაში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად სამუშოებ მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს,24 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან ხვალ, 25 დეკემბრის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის IIIა ,V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, ლიბანის, ბარისახოს, უწერის, ყუშიტაშვილის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ბარალეთის, კაჭარავას ქუჩებს, გდანულას დასახლებას, გლდანის ხევს, ჯანჯრავას, კობერიძის, მიდელაურის, ვართაგავას, საბაშვილის, კანდელაკის, ხერგიანის, შენგელაიას, ტიულენინის, სამხარაულის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, მებაღიშვილის, ბარათაშვილის, ტიხონოვის, მაისურაძის, ჟღენტის, გულისაშვილის, ორბელიანის, ოშკელის, ინგუშეთის, ბაბილოძის, ბელქანიას, თეთრი ტბის, კვესის, კობახიძისქ, ბატონიშვილის, ხიზანიშვილის, ყუფშიძის, ბორჩალოელის, კულა გლდანელის, ფიროსმანის, სააკაძის, რუსთაველის, წყაროს, გოგიაშვილის, მანსვეტაშვილის ქუჩებს და თიანეთის გზატკეცილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებ-გვერდის მეშვეობით“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება