საკოორდინაციო შტაბი - რუსეთის ტყვეობაში, ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 184 უკრაინელი დაიღუპა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე უკრაინაში რუსეთის ტყვეობაში მოკლული 184 უკრაინელის ცხედარი დააბრუნეს, - ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა მედია ინიციატივა“ ომის ტყვეთა მიმართ მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტყვეობაში დაღუპულებს შორის 169 სამხედრო და 15 მშვიდობიანი მოქალაქეა.

„ადამიანის უფლებათა მედია ინიციატივაში“ აცხადებენ, რომ ტყვეობაში დაღუპული უკრაინელების რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იქნება. ორგანიზაციამ შეაგროვა მტკიცებულებები 122 უკრაინელი ჯარისკაცისგან, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. მათ ჩვენებებში საუბარია სისტემურ წამებაზე, გარე სამყაროსთან იზოლაციასა და ადეკვატური სამედიცინო დახმარების არარსებობაზე.

ამასთან, დაფიქსირდა არაადამიანური პირობებისა და ტყვეობის ადგილებში წამების გამო ტყვეების გარდაცვალების არაერთი შემთხვევა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია