ნონა ქურდოვანიძე - დაკავებული დემონსტრანტების მიმართ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებიც ფიქსირდება - პრობლემურია მოსამართლეთა დამოკიდებულება ბრალდებულების მიმართ

დაკავებული დემონსტრანტების მიმართ, რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება სისხლის სამართის კოდექსით არის დაწყებული, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებიც ფიქსირდება, როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რითაც მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების მიმართ, განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას გამოეხმაურა.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, პრობლემურია მოსამართლეთა დამოკიდებულება ბრალდებულების მიმართ - მოსამართლეები ბრალდებულების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე დროულ რეაგირებას არ ახდენენ.

„ასეთი შემთხვევა მოხდა საბა სხვიტარიძის შემთხვევაში, რომელმაც მასზე განხორციელებულ ძალადობაზე სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა.

ასეთი მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება პოლიტიკოსს ალეკო ელისაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც აცხადებს, რომ დაკავების მომენტში მასზე ფიზიკური ძალადობრივი აქტი განხორციელდა.

რეზო კიკნაძის შემთხვევაში სიტყვიერი და ფსიქოლოგიურ ძალადობა განხორციელდა, მისი თქმით, მას ცოცხლად დამარხვით დაემუქრნენ.

„მოსამართლე ვალდებულია მსგავსი შემთხვევის დროს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართლოს გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართოს. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ამ საკითხებთან დაკავშირებით რეაგირება არ ექნება, არამედ პირიქით, ეს მათი ვალდებულებაა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. შეიძლება საგამოძიებო სამსახურს ჰქონდეს დაწყებული გამოძიება, რისი ინფორმაციაც მოსამართლეს არ ჰქონდეს, მაგრამ მოსამართლე მაინც ვალდებულია მიმართოს საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რაც დამატებით საფუძველი იქნება, სწორი გამოძიებისთვის“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

საია-ს ანალიტიკოსის, ფატი ჩაფიძის თქმით, მიმდინარე აქციებზე დაკავებული პირების მიმართ, რომლების წინააღმდეგ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით არის დაწყებული - სინამდვილეში ჩადენილი დანაშაული ინდივიდუალურია და გამოძიება ვერ ახერხებს, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებს ერთმანეთთან დაკავშირებას.

„გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით არის დაწყებული, მაგრამ ბრალდებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები ინდივიდუალურად მოქმედებდნენ. ასეთ საქმეებში იკვეთება პრობლემები. პრობლემურია ერთობლივი მოქმედებების დასაბუთება, გამოძიება ვერ აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა პირის, სხვადასხვა დროსა და ადგილას ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ გამოძიება ჯგუფური ძალადობით მიმდინარეობს“,- განაცხადა ფატი ჩაფიჩაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის