ზუგდიდის მერია - ზუგდიდში 2024 წელს 50 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით,ზუგდიდში 2024 წელს 50 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

მათივე ცნობით, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ზუგდიდის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

„მიმდინარეობს რიყე-ზედაეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. პროექტის ღირებულება 1 806 133 ლარია. გზის მოწყობა მიმდინარეობს ზედაეწერში, სათორდიოს უბანში. პროექტის ღირებულება 448 997 ლარია. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

რაც შეხება ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციას, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე წელს ქალაქის 67 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა.

მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 212 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულებამ 121 415 308 ლარი შეადგინა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 50 კმ-მდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას. რისთვისაც დაიხარჯა 24 მილიონამდე ლარი.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, 2025 წელს კვლავ რჩება მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება