მარიამ ლაშხი ნანა დიხამინჯიაზე - STEAM ინიციატივების გულშემატკივარის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია

STEAM ინიციატივების გულშემატკივარის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში წერს, სადაც აქტივისტ ნანა დიხამინჯიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებას ეხმაურება.

მისი თქმით, ნანა დიხამინჯია „ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან“.

„ამ ვიდეოში ამბობს, მარიამ ლაშხს კითხე, ვინ ვარ და რა მიკეთებიაო... STEAM ინიციატივების გულშემატკივარის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია. ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან.

როგორი არაქართული და ბინძურია აგენტ მეზობელს რომ ახვედრებენ ადამიანს“, - წერს მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ნანა დიხამინჯიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც სახლში მიდიოდა, ლიფტიდან გამოსული მამუკა მდინარაძე შეხვდა. ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს.

„ძალიან მრცხვენია. სახლში ავდიოდი დილის ეთერის შემდეგ, ნახევრად მძინარე, შემეფეთა ლიფტიდან გამოსული მამუკა და ისე ავღელდი და დავიბენი, უცებ ვერც გადაღება დავიწყე და ვერც ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი.

ამ უტიფრობასთან სწორად გამკლავებას სხვა უნარები სჭირდება თურმე.

მეზობლები მეუბნებიანო, ეგო ძალიან აქტიურობსო. სამარცხვინოები.

ბოდიში, ხალხო, შემდეგ ჯერზე უფრო ზუსტად ვეტყვი ყველაფერს, ვერ გამოვიყენე კარგად ეს შესაძლებლობა“, - წერს ნანა დიხამინჯია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი