გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილი ფიქრობს, რომ მსოფლიოს ლიდერია - ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29-დან მე ვიქნები ლიდერიო - ყველას თავისი პალატა ექნება - ზოგს ნაპოლეონი ჰგონია თავი, ზოგს საქართველოს პრეზიდენტი ეგონება

სააკაშვილი ფიქრობს, რომ მსოფლიოს ლიდერია - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძლიერები ვართ, ამაში უძლურები ვართ, ამაში მედიცინაც კი უძლურია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე საუბრისას მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გაიხსენა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, „ყველას თავისი პალატა ექნება თუკი ასე გააგრძელებენ ფიქრს“.

„ძალა რომ ხალხშია და ხალხის ძალას რომ წინ ვერაფერი დაუდგება, ამაში ნამდვილად ვეთანხმები ბატონ სააკაშვილს. ჩვენ ვნახეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხალხის ძალას რა ძალა აქვს. ყველაფერი, რაც ვთქვით, ერთი ერთში სრულდება და დავანახებთ ცოტა ხანში, ხალხის ძალას რა ძალა აქვს. მაგრამ ის, რომ ის ფიქრობს, ისევ საქართველოს ლიდერია და მსოფლიოს ლიდერია, ამაში ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ძლიერები ვართ, უძლურები ვართ. ამაში მედიცინაც კი უძლურია, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს და ზოგს ნაპოლეონი ჰგონია თავი, ზოგს საქართველოს პრეზიდენტი ეგონება თავი 29 დეკემბრის შემდეგ, ზოგს მსოფლიო ლიდერი და ა.შ. ეს მათი უფლებაა და ამის განკურნება რამდენად ხელეწიფება სამედიცინო საზოგადოებას, ამას ჩვენ ვერაფერს ვუშველით. ერთს „ვივამედში“ ჰგონია, რომ თვითონ არის მსოფლიოს ლიდერი, ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29-დან მე ისევ ვიქნები ლიდერიო და ყველას თავისი პალატა ექნება სავარაუდოდ, თუკი ასე გააგრძელებენ ფიქრს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა