სალომე ზურაბიშვილი „ქალების მარშს“ - ქალები ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლესთან "ქალების მარშის" მონაწილეებთან შესახვედრად გამოვიდა და სიტყვით მიმართა.

„ქალები არიან ყველაზე მაგრები ამ ქვეყანაში, ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვისაც", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ორბელიანების სასახლესთან „ქალები მარშის" მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ.

ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ორბელიანების სასახლესთან სკანდირებდნენ: „სალომე, სალომე", რის შემდეგაც პრეზიდენტი მათთან შესახვედრად გამოვიდა.

პრეზიდენტს მოქალაქეები მხარდაჭერის ნიშნად ხელს ართმევენ და სკანდირებენ „სალომე, სალომე".

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს