პრემიერ-მინისტრმა ებრაულ თემს ხანუქა მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა ებრაულ თემს ხანუქა მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრემიერმა მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ქართველ ებრაელებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვან, უნიკალურ გამოცდილებას, გაიხსენა 7 ოქტომბრის ტერაქტი და აღნიშნა, რომ ისრაელს, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს, დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა სჭირდება.

„დღეს, თბილისის მთავარ სინაგოგაში, ხანუქას პირველი სანთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აანთო - ებრაელები ხანუქას, განახლებისა და კურთხევის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ.

მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ქართველ ებრაელებსა და მოწვეულ სტუმრებს ირაკლი კობახიძემ სიტყვით მიმართა. პრემიერმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვან, უნიკალურ გამოცდილებას, გაიხსენა 7 ოქტომბრის ტერაქტი და აღნიშნა, რომ ისრაელს, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს, დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა სჭირდება.

დიდ სინაგოგაში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი და თბილისის სინაგოგის მთავარი რაბინი რახამინ მურდუხაშვილი.

ხანუქას აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა