იაგო კაჭკაჭიშვილი - ახალი არჩევნები “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლას ნიშნავს, ამიტომ მიმართა სტრატეგიას, მიჩქმალოს და სერიოზულობა დაუკარგოს წინააღმდეგობას, რომელიც ქვეყანაშია, ეს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარებათ

ხელისუფლებამ მიმართა სხვა სტრატეგიას - მიჩქმალოს და სერიოზულობა დაუკარგოს წინააღმდეგობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ასი ათას ადამიანს ათასად ასაღებს, სამოქალაქო საზოგადოებას აგენტებად აცხადებს, ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას „ჩავარდნილ ნაცმაიდანს” ახსენებენ , - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” საუბრისას განაცხადა.

კაჭკაჭიშვილის თქმით, პროტესტის ხანგრძლივობა ხელისუფლებას ამ სტრატეგიას შეაცვლევინებს.

“ქართული ოცნება” ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს არ აღიარებს იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისის აღიარება ნიშნავს იმას, რომ ეს კრიზისი უნდა გადაიჭრას და უნდა გადაიჭრას კონსენსუსის გზით, მოწინააღმდეგე ძალებთან მოლაპარაკების საშუალებით. კონსენსუსის ერთადერთი ლეგიტიმური პროდუქტი შეიძლება იყოს ახალი არჩევნები. ცხადია, ახალი არჩევნების “ქართულ ოცნებას” ძალიან ეშინია იმიტომ, რომ ახალი არჩევნები, პრაქტიკულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლას ნიშნავს. ამიტომ, სხვა სტრატეგია აქვს ჯერჯერობით.

ახალ არჩევნებზე რეფლექსიამ თვით ხელისუფლებაში და ხელისუფლების მომხრე ექსპერტებში გაჟონა, ყოველ შემთხვევაში, ამ თემას ყურადღება მიაქციეს და ეს აღარ არის უკვე სახუმარო თემა “ქართული ოცნების” მხრიდან.

ხელისუფლებამ მიმართა სხვა სტრატეგიას - მიჩქმალოს და სერიოზულობა დაუკარგოს იმ წინააღმდეგობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ასი ათას ადამიანს ათასად ასაღებს, სამოქალაქო საზოგადოებას აგენტებად აცხადებს, ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას ჩავარდნილ “ნაცმაიდანს” ახსენებენ - მთელი პროპაგანდა მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროტესტი მიჩქმალონ და წინააღმდეგობას მნიშვნელობა დაუკარგონ.

პროტესტის ხანგრძლივობა დროსა და სივრცეში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ნამდვილად არის განგრძობითი პროტესტი, ხელისუფლებას ამ სტრატეგიას შეაცვლევინებს. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებას ეს სტრატეგია ვერ დაეხმარება დიდი ხნის განმავლობაში იმიტომ, რომ ყველა - ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც თვალს უსწორებს მართლაც უკომპრომისო ბრძოლასა და წინააღმდეგობის მოძრაობას”, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს