ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებასთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე, დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საბავშვო გასართობი შოუ-პროგრამები, ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების წარმოდგენები.

გაიმართა კონცერტები სხვადასხვა საბავშვო სტუდიის მონაწილეობით. ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულმა ანდრია ფუტკარაძემ, ნიაკო გოგიტიძემ და ანასტასია ვასაძემ. ღონისძიება ჯგუფ „ალილოს" კონცერტით დასრულდა.

ნაძვის ხის ანთებას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დაესწრო.

„დღეს, 25 დეკემბერს, ტრადიციულად ავანთეთ ჩვენი ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. მომდევნო დღეებში და 7 იანვრის ჩათვლით მოეწყობა საახალწლო სოფელიც. შესაბამისად, ყველა ბათუმელს, ჩამოსულ სტუმრებს, განსაკუთრებით კი პატარებს, შესაძლებლობა ექნებათ შესანიშნავი დრო გაატარონ სადღესასწაულო გარემოში", - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს