ჯო ბაიდენი უკრაინაზე შობის დღესასწაულზე განხორციელებულ თავდასხმაზე - თავდაცვის უწყებას მივმართე, გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ შობის დღესასწაულზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრებას და შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უკრაინის გვერდით დგომა.

„შობის პირველ საათებში რუსეთმა უკრაინის ქალაქებისა და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რაკეტებისა და დრონები ტალღები გაუშვა. ამ აღმაშფოთებელი თავდასხმის მიზანი იყო უკრაინელი ხალხის ზამთარში სითბოსა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვება და ენერგოსისტემის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, თავდაცვის უწყებას მიმართა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდა გააგრძელოს.

„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრებას და შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უკრაინის გვერდით დგომა, სანამ ის რუსეთის აგრესიაზე არ გაიმარჯვებს. ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა მიაწოდა და კიდევ უფრო მეტი - გზაშია. მივმართე თავდაცვის უწყებას, გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მკვეთრი ზრდა და შეერთებული შტატები გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას, რათა გააძლიეროს უკრაინის პოზიციები რუსული ძალების წინააღმდეგ მის თავდაცვაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს