სამხრეთ კორეელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტზე შუამდგომლობა შეიტანეს

სამხრეთ კორეელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დაკ სუს იმპიჩმენტზე შუამდგომლობა შეიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰან დაკ სუმ უარი განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე, რომლებიც მთავარმა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ წარადგინა.

ოპოზიციამ მოქმედი პრეზიდენტი ასევე დაადანაშაულა 3 დეკემბერს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების მცდელობაში პრეზიდენტ იუნ სუკ იოლისთვის დახმარების აღმოჩენაში.

მოსალოდნელია, რომ იმპიჩმენტის წინადადება კენჭისყრაზე უახლოეს 24-72 საათში გავა. მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 300 დეპუტატიდან 151-ის ხმაა საჭირო.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა 14 დეკემბერს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, რომელიც პირველ საჯარო განხილვას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გამართავს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი