თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. მომხდარის შედეგად დაჭრილია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. შემთხვევა დაახლოებით, 3-4 საათის წინ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით თვითმხილველები დეტალებზე საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, შემთხვევა დილით, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. ამასთან, მათთვის უცნობია, დაჭრილი მამაკაცი დოლიძის ქუჩაზე ცხოვრობდა თუ არა.

„ვმუშაობდი, ხმა რომ გავიგე. მეგონა, რაიმე აფეთქდა. ალბათ, 3-4-ჯერ გაისროლეს. თქვეს, რომ მანქანით წაიყვანესო დაიჭრა ეს ბიჭი. ფაქტია, გასროლის ხმა იყო“,-აღნიშნავს თვითმხილველი.

ინფორმაციისთვის, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. მომხდარის შედეგად დაჭრილია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. შემთხვევა დაახლოებით, 3-4 საათის წინ მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს