მამუკა ხაზარაძე - “ქართული ოცნება” ჩაგრავს პატრიოტიზმისთვის პროფესიონალებს და ათავისუფლებს მათ სამსახურებიდან, ამის თვალსაჩინო მაგალითია გიგა სოფრომაძე

“ქართული ოცნება” ჩაგრავს პატრიოტიზმისთვის პროფესიონალებს და ათავისუფლებს მათ სამსახურებიდან. ამის თვალსაჩინო მაგალითია გიგა სოფრომაძე, რომელიც 8 წელი ემსახურებოდა შშმ პირთა პროგრამების აღსრულებას თბილისის მერიაში და დღეს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს მას თბილისის მერი დაკავებული პოზიციიდან , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“როგორც ჩანს კახა კალაძემ მერიაში სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო და ცდილობს ასე შეაშინოს განსხვავებული აზრის მქონე, თავისუფალი ადამიანები!

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, განსაკუთრებული საჭიროებების პირთა საკითხი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი გუნდის საქმიანობაში.

სოლიდარობას ვუცხადებთ გიგა სოფრომაძეს, ვთავაზობ მას, რომ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა და მუშაობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებებისთვის.

გიგა სოფრომაძე და მისი ოჯახი არ დარჩება შემოსავლის გარეშე, არც წინასაახალწლოდ და არც შემდგომში. ამას ჩვენ სპეციალური ფონდით უზრუნველვყოფთ!“, - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, გიგა სოფრომაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ დაწერა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„8 - წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო... არ ვიცი, რა ვთქვა, არ ვიცი, მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს... რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?! თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების "ღირსებაზე" იყოს”, - დაწერა სოფრომაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს